• მაკულატურის შეგროვება... 

          • მაკულატურის, 2022-2023 სასწავლო წლის გამოცხადებული კონკურსი I - XII კლასებისთვის დასრულდა.

            მასში მონაწილეობა მიიღო: II, III, IV, V, VI, VII, VIII, IX, Xბ კლასის მოსწავლეებმა.

            სულ შეგროვდა და ბიბლიოთეკამ გადამამუშავებელ პუნქტს ჩააბარა 500 კილოგრამამდე მეორადი ქაღალდი... 

            აქტიურად იყო ჩართული ამ კონკურსში ეკო-კომიტეტის წევრები.  

            კონკურსის პირველი სამი ადგილის მფლობელი გახდა კლასები:

            I ადგილი - 147,8 კილოგრამი -  IV კლასი;

            II ადგილი - 123,6 კილოგრამი  - III კლასი;

            III ადგილი  - 57,5 კილოგრამი -  II კლასი;

            მიღებული თანხით (120 ლარი) ბიბლიოთეკამ შეიძინა კლასგარეშე საკითხავი ლიტერატურა უმცროსკლასელთათვის. 

            მადლობა კონკურსში მონაწილე თითოეულ წევრს.

            გამარკვებულ კლასებს გადაეცემათ დიპლომები და სამახსოვრო სიმბოლური საჩუქრები.

             

          • წარმატებული რეავტორიზაცია - 2022

          • ა(ა)იპ საქართველოს საპატრიარქოს წმინდა მიტროპოლიტ ნაზარი ლეჟავას სახელობის სამტრედიის მართლმადიდებლურ სკოლას 21.07.2022 წლის "ავტორიზაციის საბჭოს სხდომის" გადაწყვეტილებით წარმატებით მიენიჭა ავტორიზაცია.💖💓💞

            უღრმესი მადლობა ყველას! ❤️💖

            მადლობა თითოეულ თქვენგანს თანადგომისა და მიღებული წვლილისათვის!

            მადლობა ჩვენს თბილ და მზრუნველ მეუფეს!

            მადლობა მამებს!!!

            მადლობა მასწავლებლებს დაუღალავი და თავგანწირული შრომისთვის, რუდუნებით და პროფესიონალურად შესრულებული საქმისათვის....

            მადლობა სკოლის თითოეულ თანამშრომელს...

            მადლობა მშობლებს სიყვარულის, თანადგომისა და თანამშრომლობისთვის!

            ყველაზე დიდი მადლობა ჩვენს უსაყვარლეს მოსწავლეებს, რომლის მიმართ გაცემული შეფასება ყველაზე ძვირფასი იყო პირადად ჩემთვის: "დავინახეთ, რომ ბავშებს მისი სკოლა როგორ ჰყვარებიათო" - და ... ყველაზე მეტად მინდა რომ, მართლა ასე იყოს...თქვენს სკოლასაც ძლიერ უყვარხართ თქვენ!!!

            გ ი ლ ო ც ა ვ თ!!!

            ეს ყველას გამარჯვებაა!!!

            მადლობა ღმერთს ყველაფრისათვის! 💖🥰💓💖❤️ 💓💖❤️ 💓💖❤️ 💓💖❤️ 💓💖❤️ 💓💖❤️

          • მომავალი პირველკლასელები

          • 31.05.2022წ.

            გაიცანით 2022-2023 სასწავლო წლის მშვენება პირველკლასელები... 🥰💐🌹🥀🌷💖💕💖 

            წარმატებები მათ ახალ საპასუხისმგებლო სამყაროში... ლამაზი და შთამბეჭდავი მოგზაურობა განათლების, შემოქმედების, სწავლა-აღზრდის დიდ ოჯახში - სკოლაში. 🥰💐🌹🥀🌷💖💕💖 

             

          • საქართველოს დამოუკიდებლობის დღე

          • 26.05.2022წ.

              ა(ა)იპ საქართველოს საპატრიარქოს წმიდა მიტროპოლიტ ნაზარი ლეჟავას სახელობის სამტრედიის მართლმადიდებლური სკოლის ისტორიის მასწავლებლის, თეა დუნდუას ინიციატივით, საღვთისმეტყველო და საზოგადოებრივი მეცნიერებების კათედრების, მე-8 კლასის მოსწავლეთა მონაწილეობით, 2022 წლის 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, მოეწყო ექსკურსია "სამტრედია-ბაგრატი-გელათი-მოწამეთა-ქუთაისი-მხარეთმცოდნეობის მუზეუმი-სამტრედია".   მოსწავლეები ბაგრატის ტაძარში დაესწრნენ სამეუფეო წირვას. მეუფე იოანემ წირვის შემდეგ დალოცა სკოლის მოსწავლეები და მასწავლებლები. დასასრულს მიტროპოლიტ იოანესთან ერთად სამახსოვრო ფოტო გადაიღეს. https://www.facebook.com/watch/?v=362160239130662   გელათის ტაძარში, წმიდა მეფის, დავით აღმაშენებლის საფლავთან მე-8 კლასის მოსწავლეებმა ჩაატარეს კონფერენცია "საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით".

          • ეზოს დასუფთავება

          • 19.05.2022წ.

            თემა-მწვანე გაკვეთილი. ბავშვებმა ისწავლეს როგორ უკავშირდება ადამიანის ცხოვრება ბუნებას.სუფთა ჰაერი და გარემო ჩვენი ჯამრთელობისთვის სასარგებლოა.გაკვეთილის მიზანი იყო-რა ლამაზი გახდებოდა დედამიწა ,ჩვენი პატარა ქალაქი და სკოლა ჩვენ და ჩვენმა თანატოლებმა არაფერი რომ არ დავყაროთ ბუნებაში.ამიტომ გადვწყვიტეთ მაგალითი მიგვეცა თანატოლებისთვის დაგვესუფთავებინა სკოლის ეზო და გაგვეხანგრძლივებინა სიცოცხლე დედამიწისთვის.ბავშვები დიდი სიხარულით ჩაერთვნენ პროცესში,ყველა დამხვდა გაკვეთილზე ხელთათმანებით მობილიზებული .

          • დედოფალი ვიქტორია

          • 30.05.2022წ.

            კონფერენცია თემაზე:

            „საინტერესო ფაქტები დედოფალი ვიქტორიას შესახებ“.

            თეთრი საპატარძლო კაბის პოპულარიზაცია;

            საშობაო ნაძვის ხის მორთვის ტრადიციის დამკვიდრება;

            ბუკინგემის სასახლე;

            ბოლო განსასვენებელი მავზოლეუმი;

            და ბევრი სხვა ფაქტი...

            საინტერესო, შემეცნებითი, მრავალფეროვანი და ფერადი სანახაობა არამარტო ბავშვებისთვის, არამედ მსმენელისვისაც.

          • ჩვენ ვსწავლობთ ბიბლიას - II რეგიონული ტური

          • 21.04.2022წ.

            ა(ა)იპ საქართველოს საპატრიარქოს წმიდა მიტროპოლიტ ნაზარი ლეჟავას სახელობის სამტრედიის მართლმადიდებლურმა სკოლამ უმასპინძლა ხარაგაულის წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის გიმნაზიას.

            კონკურსში "ჩვენ ვსწავლობთ ბიბლიას"რეგიონული ტური გაიმართა უფროსი ასაკობრივი ჯგუფის გუნდები "ელ-როი" და "რკინის ჯვარი" შეხვდა.

            ვულოცავთ მორიგ გამარჯვებას "ელ-როის" და შემდგომ წარმატებებს ვუსურვებთ!

          • დედამიწის დღე

          • 22.04.2022წ.

            სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერიაში, სხვადასხვა საჯარო და კერძო სკოლის მოსწავლეების ჩართულობით დედამიწის საერთაშორისო დღე აღინიშნა.

            სკოლის მოსწავლეებმა დამსწრე საზოგადოებას პრეზენტაციის სახით დედამიწის დღესთან დაკავშირებული საინტერესო და აუცილებელი ინფორმაცია გააცნეს. ისაუბრეს გარემოს დაცვის მნიშვნელობაზე, რაც ემსახურება მომავალი თაობის გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლებას, პასუხისმგებლობის გაზრდასა და საკუთარი ქცევის შეფასებასა და შეცვლას გარემოს სასარგებლოდ.

            ღონისძიებაში მონაწილეობდა ა(ა)იპ საქართველოს საპატრიარქოს წმიდა მიტროპოლიტ ნაზარი ლეჟავას სახელობის სამტრედიის მართლმადიდებლური სკოლის მე-8 კლასის მოსწავლე ანასტასია ვაშაკიძე (მასწავლებელი: შორენა ანჯაფარიძე)

            ღონისძიებას ესწრებოდნენ მუნიციპალიტეტის მერი, დავით ბახტაძე და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები .

            მოსწაავლეებს მუნიციპალიტეტის მერმა საჩუქრად წიგნები გადასცა.

          • ნორჩი გიდები - ნიკო ნიკოლაძის სახლ-მუზეუმში

          • 18 მაისს - მუზეუმის საერთაშორისო დღეს, ნიკო-ნიკოლაძის სახლ-მუზეუმში ა(ა)იპ საქართველოს საპატრიარქოს წმიდა მიტროპოლიტ ნაზარი ლეჟავას სახელობის სამტრედიის მართლმადიდებლური სკოლის მოსწავლეებმა მუზეუმის თანამშრომლებთან ერთად მეგზურობა გაუწიეს მუზეუმის საპატიო სტუმრებს. სკოლის მოსწავლეებმა შესანიშნავად მოირგეს "ნორჩი გიდის" ფუნქცია, მშვენივრად გაართვეს თავი მათზე დაკისრებულ მოვალეობას. დღის დასარულს კი სიმბოლური დიპლომები დაიმსახურეს... მადლობა დღევანდელი შინაარსიანი და დახვეწილი ღონისძიების ორგანიზებისთვის ნიკო ნიკოლაძის სახელ-მუზეუმის დირექტორს, ბატონ გიორგი ფანცულაიას, მუზეუმის თანამშრომლებს, სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერიას და კულტურის სამსახურს, საგანმანათლებლო რესურსცენტრს, სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელს ნინო ტონიას და ჩვენს ნიჭიერ და ერუდირებულ ბავშვებს.

          • დედა ენის დღე

          • ახალი გალერეა დედა ენის დღე დაემატა ფოტო ალბომში

            ა(ა)იპ საქართველოს საპატრიარქოს წმიდა მიტროპოლიტ ნაზარი ლეჟავას სახელობის სამტრედიის მართლმადიდებლური სკოლის პედაგოგის, ქ-ნ ნინო ტონიას თანაორგანიზებით 2022 წლის 14 აპრილს, ქართული ენის სიწმინდის დღეს, ნიკო ნიკოლაძის სახლ-მუზეუმში, ჩატარდა ღონისძიება, რომელსაც სტუმრობდა ლია ქაროსანიძე - თსუ არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტის თარგმნითი ლექსიკონებისა და სამეცნიერო ტერმინოლოგიის განყოფილების ხელმძღვანელი. წარმოდგენილი იქნა ლია ქაროსანიძის საჯარო ლექცია - ,,ტერმინოლოგიური დიკტატურა" 1918-1921 წლებში (ნიკოლაძეების ტერმინთშემოქმედება) ... https://www.youtube.com/watch?v=ybKYeXnYwKM ლექციის შემდეგ გაიმართა კითხვა-პასუხი, დასასრულს წმიდა მიტროპოლიტ ნაზარი ლეჟავას სახელობის სამტრედიის მართლმადიდებლური სკოლის მოსწავლეებმა შეასრულეს ქართული სიმღერები და საგალობლები. გუნდის წევრები: მარიამ ბუაძე: მე-11 კლასი - მარიამ ბუაძე; ქეთევან თომაშვილი: მე-11 კლასი - Ketevan Tomashvili; ანანო გვენეტაძე: მე-9 კლასი - Anano Gvenetadze ლიზი ქიჩოვანი: მე-9 კლასი - Lizi Chikovani; გურანდა ტალაბაძე: მე-9 კლასი - @გურანდა ტალაბაძე ,,ქებაჲ და დიდებაჲ ქართულისა ენისაჲ" https://www.facebook.com/.../permalink/390564536009663/... "ჩემო კარგო ქვეყანავ" https://www.facebook.com/akhalgazrdobissakhli/videos/370052891703385 "ამ საჯარო ლექციით გადაიდგა უპეცედენტო ნაბიჯი, როდესაც მეცნიერება შედის სკოლაში, უშუალოდ ბავშვებთან და ლეგიტიმაციას აძლევს მოსწავლის თითოეულ მოაზრებულ, მოფიქრებულ ტერმინს, უხსნის გზას მეცნიერებისაკენ და ლიცენზიას აძლევს დასამკვიდრებლად ჩვენს გასამდიდრებელ, დასაცავ ქართულ სალიტერატურო ენაში" - აღნიშნა ქალბატონმა ნინო ტონიამ. ღონისძიების ორგანიზატორები: 📖 არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტი; ლია ქაროსანიძე 📖 ნიკო ნიკოლაძის სახლ-მუზეუმი; ნიკო ნიკოლაძის სახლ-მუზეუმი. სამტრედია, დიდი ჯიხაიში , გიორგი ფანცულაია 📖 ა(ა)იპ საქართველოს საპატრიარქოს წმიდა მიტროპოლიტ ნაზარი ლეჟავას სახელობის სამტრედიის მართლმადიდებლური სკოლა..

          • სკოლის ბიბლიოთეკაში

          • ახალი გალერეა სკოლის ბიბლიოთეკაში დაემატა ფოტო ალბომში

             

            ბიბლიოთეკის მორიგი მატება... ბიბლიოთეკარის თაოსნობით, ჩატარდა ბიბლიოთეკის წიგნადი ფონდის გადახალისება ... მაკულატურის ხარჯზე შეირჩა საბავშვო ლიტერატურა... შეგიძლიათ ეწვიოთ ელიკოს არაჩვეულებრივ გარემოში... მადლობა ელიკოს... <3