სიახლეები

Lorem ipsum dolor sit amet, consectetur adipiscing elit

სიახლეები

          • ბარაქიანი შემოდგომა II კლასში

          • 2025 წლის 28 ნოემბერს II კლასის მოსწავლეებმა ნანა ჯღარკავას ხელმძღვანელობით წარმოადგინეს მდიდარი,  ხვავრიელი  და ბარაქიანი შემოდგომის ულამაზესი სურათი.

            • სიმღერებში და სადღეგრძელოებში გადმოგვცეს პატარა გულებიდან წამოსული გულწრფელი ემოციები და ჯადოსნურ სამყაროში გვამოგზაურეს დამსწრე სასკოლო საზოგადოება.
            • ბედნიერი და ხალისიანი ყოფილიყოს მათთვის წელიწადის ყველა დრო! წამატებული წლები ჰონოდეთ უფლის მადლით და წყალობით სავსე! 

            მადლობა ნანა მასწავლებელს, ჩვენს უსაყვარლეს პატარებს და მათ მშობლებს ულამაზესი სანახაობისთვის!

          • "ჩვენ ვსწავლობთ ბიბლიას"

          • 2025 წლის 28 ნოემბერს ჩატარდა კონკურსი "ჩვენ ვსწავლობთ ბიბლიას", მონაწილეობდნენ უფროსი ასაკობრივი ჯგუფი: "ალილუია" და  "ჯვარი ვაზისა"
            გულშემატკივართა მიერ შესრულებული იქნა საგალობელი:  ღმერთი უფალი, წმიდაო ღმერთო.

            სიმღერები: სამას წელზედ მეტი,  მრავალჟამიერი (მესხური).

            პედაგოგები: დეკანოზი მიქაელი (ხუნდაძე), ირაკლი მაჭავარიანი. გუნდის ხელ-ლი: ირმა არველაძე.

            შემდეგ ტურში მონაწილეობას განაგრძობს გუნდი "ჯვარი ვაზისა".

            წარმატებებს ვუსურვებთ მათ შემდეგ ეტაპზე.

          • კონფერენცია,,წმიდა გაბრიელ ეპისკოპოსი - მეცნიერი და მოძღვარი"“

          • 2025 წლის 22 ნოემბერს ა(ა)იპ საქართველოს საპატრიარქოს ოზურგეთის წმინდა გაბრიელ ეპისკოპოსის სახელობის მართლმადიდებლურ სკოლაში გაიმართა დაბადებიდან 200 წლისთავისადმი მიძღვნილი სასწავლო-შემეცნებითი კონფერენცია,,წმიდა გაბრიელ ეპისკოპოსი _ მეცნიერი და მოძღვარი“

            დევიზი: ,,მღვიძარე იყვენით, მტკიცედ სდეგით სარწმუნოებასა ზედა“

            (წმ. გაბრიელ ეპისკოპოსი)

            კონფერენციაზე მონაწილეობდნენ საპატრიარქოს სკოლების მოძღვრები, პედაგოგები და მოსწავლეები.

            კონფერენციის მთავარი თემები:

            * ოჯახი და ტრადიცია;

            * ადამიანის სულიერი ფასეულობების დეგრადაცია;

            * ადამიანების შემეცნებითი უნარები და განვითარება.

            ა(ა)იპ საქართველოს საპატრიარქოს წმინდა მიტროპოლიტ ნაზარი ლეჟავას სახელობის სამტრედიის მართლმადიდებლური სკოლიდან კონფერენციაში მონაწილეობდა ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი ნინო ტონია.

            თემა: გაბრიელ ეპისკოპოსი ეთიკური ნორმების შესახებ "ცდისეული ფსიქოლოგიის საფუძვლების" მიხედვით.

          • ანბანის შემობრძანება - 2025წ.

          • საყვარელი პირველკლასელების ანბანის შემობრძანება (2025წ. ოქტომბერი) 

            გილოცავთ! თქვენს პირველ დიდ ნაბიჯს აკადემიური ცოდნისა და განათლების სამყაროში!

            იყავით ცნობისმოყვარე, შრომისმოყვარე, სიყვარულით და სიკეთით სავსე!

            უღრმესი მადლობა მასწავლებელს ლინა ბერეკაშვილს, პირველკლასელთა მშობლებს, ბავშთა გასართობ ცენტრს "Happy day" შთამბეჭდავი, ულამაზესი და ბედნიერი დღისთვის!

          • მასწავლებლის დღე!

          • 2025 წლის 5 ოქტომბერს IV კლასის მოსწავლეებმა სკოლის ბიბლიოთეკაში, დამრიგებელთან, ინგა კალაძესთან ერთად მასწავლებლის დღე აღნიშნეს. მათ გულთბილად მიულოცეს პროფესიული დღე პედაგოგებს ლექსებით, სიმღერებით და მადლიერებით გაჯერებული ტექსტებით. მადლობა და წარმატეტებები მათ მომავალ სასკოლო ცხოვრებაში.

          • "ნიკოობა - 2025"

          • 2025 წლის 15 ოქტომბერს ნიკო ნიკოლაძის სახლ-მუზეუმში გაიმართა “ნიკოობა - 2025 “ .

            მუზეუმს სტუმრობდა ა(ა)იპ საქართველოს საპატრიარქოს წმინდა მიტროპოლიტ ნაზარი ლეჟავას სახელობის სამტრედიის მართლმადიდებლური სკოლის მოსწავლეები.

            ამხანაგური მატჩი ჭადრაკში, სადაც წარმატებით იასპარეზეს სკოლის მოსწავლეებმა: ელენე ბაღდავაძემ, გიორგი ბაღდავაძემ, მარიამ კორძაძემ, გიორგი კორძაძემ, ბასილი ჩაჩუამ;

          • დაჯილდოება მინი ფეხბურთში გოგონათა შორის - I ადგილი

          • 2025 წლის 7 ნოემბერს მინი ფეხბურთში გოგონათა შორის მუნიციპალიტეტის სკოლებს შორის ჩემპიონატი გაიმართა. მართლმადიდელური სკოლის გოგონათა გუნდმა გუნდური I ადგილი დაიკავა და შემდეგ ტურში მონაწილეობის უფლება მოიპოვე.  სკოლაში გამარჯვებულ გუნდს, მასწავლებელთან ბექა შარაშენიძესთან ერთად გამარჯვების თასი და მადლობის წერილები გადაეცათ.