სიახლეები

Lorem ipsum dolor sit amet, consectetur adipiscing elit

სიახლეები

          • მომავალი პირველკლასელები

          • 31.05.2022წ.

            გაიცანით 2022-2023 სასწავლო წლის მშვენება პირველკლასელები... 🥰💐🌹🥀🌷💖💕💖 

            წარმატებები მათ ახალ საპასუხისმგებლო სამყაროში... ლამაზი და შთამბეჭდავი მოგზაურობა განათლების, შემოქმედების, სწავლა-აღზრდის დიდ ოჯახში - სკოლაში. 🥰💐🌹🥀🌷💖💕💖 

             

          • საქართველოს დამოუკიდებლობის დღე

          • 26.05.2022წ.

              ა(ა)იპ საქართველოს საპატრიარქოს წმიდა მიტროპოლიტ ნაზარი ლეჟავას სახელობის სამტრედიის მართლმადიდებლური სკოლის ისტორიის მასწავლებლის, თეა დუნდუას ინიციატივით, საღვთისმეტყველო და საზოგადოებრივი მეცნიერებების კათედრების, მე-8 კლასის მოსწავლეთა მონაწილეობით, 2022 წლის 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, მოეწყო ექსკურსია "სამტრედია-ბაგრატი-გელათი-მოწამეთა-ქუთაისი-მხარეთმცოდნეობის მუზეუმი-სამტრედია".   მოსწავლეები ბაგრატის ტაძარში დაესწრნენ სამეუფეო წირვას. მეუფე იოანემ წირვის შემდეგ დალოცა სკოლის მოსწავლეები და მასწავლებლები. დასასრულს მიტროპოლიტ იოანესთან ერთად სამახსოვრო ფოტო გადაიღეს. https://www.facebook.com/watch/?v=362160239130662   გელათის ტაძარში, წმიდა მეფის, დავით აღმაშენებლის საფლავთან მე-8 კლასის მოსწავლეებმა ჩაატარეს კონფერენცია "საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით".

          • ეზოს დასუფთავება

          • 19.05.2022წ.

            თემა-მწვანე გაკვეთილი. ბავშვებმა ისწავლეს როგორ უკავშირდება ადამიანის ცხოვრება ბუნებას.სუფთა ჰაერი და გარემო ჩვენი ჯამრთელობისთვის სასარგებლოა.გაკვეთილის მიზანი იყო-რა ლამაზი გახდებოდა დედამიწა ,ჩვენი პატარა ქალაქი და სკოლა ჩვენ და ჩვენმა თანატოლებმა არაფერი რომ არ დავყაროთ ბუნებაში.ამიტომ გადვწყვიტეთ მაგალითი მიგვეცა თანატოლებისთვის დაგვესუფთავებინა სკოლის ეზო და გაგვეხანგრძლივებინა სიცოცხლე დედამიწისთვის.ბავშვები დიდი სიხარულით ჩაერთვნენ პროცესში,ყველა დამხვდა გაკვეთილზე ხელთათმანებით მობილიზებული .

          • ჩვენ ვსწავლობთ ბიბლიას - II რეგიონული ტური

          • 21.04.2022წ.

            ა(ა)იპ საქართველოს საპატრიარქოს წმიდა მიტროპოლიტ ნაზარი ლეჟავას სახელობის სამტრედიის მართლმადიდებლურმა სკოლამ უმასპინძლა ხარაგაულის წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის გიმნაზიას.

            კონკურსში "ჩვენ ვსწავლობთ ბიბლიას"რეგიონული ტური გაიმართა უფროსი ასაკობრივი ჯგუფის გუნდები "ელ-როი" და "რკინის ჯვარი" შეხვდა.

            ვულოცავთ მორიგ გამარჯვებას "ელ-როის" და შემდგომ წარმატებებს ვუსურვებთ!

          • დედამიწის დღე

          • 22.04.2022წ.

            სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერიაში, სხვადასხვა საჯარო და კერძო სკოლის მოსწავლეების ჩართულობით დედამიწის საერთაშორისო დღე აღინიშნა.

            სკოლის მოსწავლეებმა დამსწრე საზოგადოებას პრეზენტაციის სახით დედამიწის დღესთან დაკავშირებული საინტერესო და აუცილებელი ინფორმაცია გააცნეს. ისაუბრეს გარემოს დაცვის მნიშვნელობაზე, რაც ემსახურება მომავალი თაობის გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლებას, პასუხისმგებლობის გაზრდასა და საკუთარი ქცევის შეფასებასა და შეცვლას გარემოს სასარგებლოდ.

            ღონისძიებაში მონაწილეობდა ა(ა)იპ საქართველოს საპატრიარქოს წმიდა მიტროპოლიტ ნაზარი ლეჟავას სახელობის სამტრედიის მართლმადიდებლური სკოლის მე-8 კლასის მოსწავლე ანასტასია ვაშაკიძე (მასწავლებელი: შორენა ანჯაფარიძე)

            ღონისძიებას ესწრებოდნენ მუნიციპალიტეტის მერი, დავით ბახტაძე და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები .

            მოსწაავლეებს მუნიციპალიტეტის მერმა საჩუქრად წიგნები გადასცა.

        • ცხრილი
          • ცხრილი

          • თქვენი ამჟამინდელი ცხრილის ნახვა ან დაბეჭდვა. უკანასკნელი ცხრილი გამოქვეყნდა: 09/10/2025
        • მომხმარებლის ანგარიშები
          • მომხმარებლის ანგარიშები

          • ცხრილების და ჩანაცვლებების გარკვეული ნაწილისთვის, შესაძლოა დაგჭირდეთ ანგარიშში შესვლა. თუ დაკარგეთ პაროლი, გთხოვთ გამოიყენოთ ლინკი "მე არ მაქვს მომხმარებლის სახელი ან პაროლი" და შეიყვანეთ თქვენი ელ. ფოსტა. თუ პაროლი ჯერ არ მიგიღიათ, გთხოვთ დაელოდოთ. სკოლა მოგაწვდით მას, როდესაც ყველაფერი მზად იქნება სამუშაოდ.